ახალი ამბები

გორელი ოჯახი თურქეთიდან მოზარდის გადმოსვენებას დავალიანების გამო ვერ ახერხებს

თურქეთიდან საქართველოში 15 წლის მოზარდის გადმოსვენებას გორელი ოჯახი კლინიკის მიმართ დავალიანების გამო ვერ ახერხებს.

როგორც ახლობლები ამბობენ, მოზარდი თურქეთის კლინიკა Medistate Hospital-ში 14 ოქტომბერს რეანიმაციულ განყოფილებაში ლეიკემიის დიაგნოზით დააწვინეს. მას ჩაუტარდა მკურნალობის კურსი, ის იყო მიერთებული ჰემოფილტრაციის აპარატზე, იმყოფებოდა იზოლირებულ პალატაში და მიმაგრებული ჰყავდა პირადი ექთანი. აღნიშნული მომსახურების გამო ოჯახს კლინიკაში 44 000 დოლარი დაუგროვდა.

მათივე თქმით, იქამდე, ვიდრე კლინიკას თანხას არ ჩაურიცხავენ, მოზარდის საქართველოში გადმოსვენება ვერ მოხერხდება. უსახსრობის გამო, ოჯახს თანხის გადახდა არ შეუძლია, ისინი საზოგადოებას დახმარებას სთხოვენ.

“უკიდურესად მძიმე მდგომარეობა აქვს ოჯახს, არ ატანენ მიცვალებულს საავადმყოფოდან. უმორჩილესად გთხოვთ დავეხმაროთ გამწარებულ დედას, თუნდაც მცირედით. მეგობრებო როგორც არასდროს, გვჭირდება თქვენი დახმარება, საავადმყოფოს დავალიანებაში ვართ -44 000$. თუ არ დავფარეთ ,არ გვატანენ ბავშვს ესაა ჩვენი მწარე რეალობა”, – ამბობს ია ცარულაშვილი.

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ ანგარიშის ნომერზე:

  • GE05BG0000000533946920;
  • GE17TB7175545061100047.
დატოვეთ კომენტარი