ახალი ამბები

ქარელის ცენტრის განახლების პროექტი 15 დეკემბერს დასრულდება – ზაზა გულიაშვილი

15 დეკემბერს დასრულდება “განახლებული რეგიონების” ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები ქარელში, – ამის შესახებ ზაზა გულიაშვილმა ისაუბრა.

ქარელის მერის თქმით, სამუშაობის ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია. 

“პროექტი, რომელიც რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს, 15 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს, როგორც მე ამას მუშები მეუბნევიან. მოგეხსენებათ, რომ მოხდა როგორც კორპუსების გარეფასადის გაკეთება, ასევე მოეწყო სანიაღვრე არხები და ტროტუარები. ტროტუარები, რომელიც ადაპტირებული იქნება, რაც ადრე მუნიციპალიტეტში არსად არ იყო ხელმისწვდომი. პროექტის დასრულების შემდეგ კი, შშმ პირებს გადადგილების დროს პრობლემები აღარ ექნებათ”, – განაცხადა ქარელის მერმა. 

დატოვეთ კომენტარი