ახალი ამბები

ქარელის მერია საახალწლო განათებებს ყიდულობს 

ქარელის მუნიციპალიტეტის მერია საახალწლო გასანათებელი მოწყობილობებში 86 300 ლარს დახარჯვას გეგმავს. 

მერიამ საახალწლო გასანათებელი მოწყობილობების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა, სატენდერო განაცხადების ბოლო დღე 22 დეკემბერია.

უწყებას სურს შეიძინოს სხვადასხვა დასახელების გასანათებელი მოწყობილობა: 

  • სტრინგი 20 მ -იანი – 84 ცალი; 
  • დიოდური მილი, ფერადი, 2 მეტრი; 
  • ნეონის ორმხრივი მილი –  2 მეტრი; 
  • დეკორაციები ლითონის კარკასით (ზარი)  –  12 ცალი; 
  • დეკორაციები ლითონის კარკასით (ნაძვი ვარსკვლავით) – 15 ცალი; 
  • დეკორაცია ლითონის კარკასით (კომეტა ვარსკვლავით) – 12 ცალი; 
  • გადამბული ვარსკვლავი – 15 ცალი; 
  • სტრინგი ლედ ბურთულებით – 20 ცალი; 
  • მანათობელი ბურთი – 30 ცალი; 
  • ირემი ლედ.ნათებით – 1 ცალი; 
  • მარხილი ლედ.ნათებით – 1 ცალი; 
  • დიოდური ფიფქი – 60 ცალი; 
  • ნეონის ფიფქი ფლეშ ღეროთი – 60 ცალი; 
  • “ჯონჯოლი ” – 85 ცალი; 
  • “ლოლოები” – 20 ცალი; 
  • ნაძვის ხის ფარდა – 2 ცალი; 
  • სტრინგი 50 მეტრი – 20 ცალი; 
  • ნეონის ვარკვლავი – 70 ცალი; 
  • ნეონის ფიფქი – 70 ცალი; 
  • 3D ბაფთა – 40 ცალი. 

სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ მომსახურების მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 დღეში უნდა უზრუნველყოს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი