ახალი ამბები

ჩემს მოსვლამდე, ქარელში 9 საბავშვო ბაღი იყო, თანაც ავარიული, ახლა კი 24 გარემონტებული ბაღია” – გულიაშვილი

ქარელის მერის თქმით, 2013 წლამდე მუნიციპალიტეტში მხოლოდ 9 ავარიული საბავშო ბაღი ფუნქციონირებდა.

“სანამ მე მოვიდოდი ქარელოს მერად, სანამ ხალხი ამირჩევდა, ქარელის მუნიციპალოტეტში 9 ავარიული საბავშო ბაღი ფუნქციონირებდა. დღეს კი ქარელის მუნიციპალიტეს 24 გარემონტებული და ყველა საჭირო ინვეტარით აღჭურვილი საბავშო ბაღები გვაქვს. ასე, რომ მშობლებს შეუძლიათ თავიანთი პატარები თამამად ატარონ ბაღებში”, – ამბობს გულიაშვილი,

მისივე თქმით, საბავშვო ბაღების რაოდენობა მუნიციპალიტეტში კიდევ გაიზრდება. 

“მინდა ისიც ავღნიშნო, რომ 9 ბაღი, რომელიც 2013 წლამდე იყო მუნიციპალიტეტში, იყო სავალალო მდგომარეობაში, ყველაფერი გაუმართავი იყო. მე იმ პერიოდში ყველა საბავშო ბაღი შემოვიარე და ვითარება ამ ბაღებში იყო ენით აუღუწრელი. ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ და იმ ადმინისტაციულ ერთეულებში, სადაც ბავშვთა დიდი კონტიგენტია და მოთხოვნაა, საბავშვო ბაღს ჩვენ იქაც გავაკეთებთ”, – აღნიშნა ზაზა გულიაშვილმა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი