ახალი ამბები

ნიგოზას ქარის ელექტროსადგური – რა ეტაპზეა პროექტი?

ნიგოზაში ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა ჯერ კიდევ 2017 წელს დაანონსდა. ხოლო გარემოს მოკვლევითი და შემსწავლელი სამუშაოების ჩატარების შემდეგ 50 მგვტ სიმძლავრის ელექტროსდგურის მშენებლობის პროექტი 2020 წელს შეიქმნა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტოში განმარტავენ, რომ მშენებლობის ფაზის ხელშეკრულებაზე მუშაობენ.

„დაანონსდა 3 პროექტი. ქართლი 2-ის, ნიგოზას და რუისის ქარის ელექტროსადგურები. ქართლი 2 გაუქმებულია, რუისის პროექტი კვლევების ეტაპზეა, ხოლო ნიგოზას ქარის ელექტროსადგურის პროექტთან დაკავშირებით მიმდინარეობს მშენებლობის ფაზის ხელშეკრულებაზე მუშაობა კომპანიასთან, ვინც სამუშაოები უნდა აწარმოოს“, – განმარტავენ უწყებაში.

პროექტის მიხედვით, ნიგოზას ელექტროსადგურის სიმძლავრე 50 მგვტ იქნება, ხოლო სავარაუდო გამომუშავება 232 მლნ.კვტ.სთ.

„წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მიხედვით, ქარის ელექტროსადგურის შემადგენლობაში იქნება15 ერთეული ქარის ტურბინ-გენერატორი, საერთო დადგმული სიმძლავრით დაახლოებით50 მგვტ, ხოლო ელექტროსადგურის მიერ ელეტროენერგიის საშუალო წლიური მიახლოებითი გამომუშავება იქნება180 447 000 კვტ სთ/წელ“, – წერია პროექტში

ინფორმაციისთვის, გორის ქარის ელექტროსადგური, რომლის ასაშენებლადაც 29,7 მილიონი დოლარი დაიხარჯა, სიმძლავრითა (20,7 მგვტ) და გამომუშავებით (84,1 მლნ.კვტ.სთ) ბევრად ჩამორჩება ნიგოზას სამომავლო პროექტს.

დატოვეთ კომენტარი