ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კოდავარდისუბანში სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში არსებული წყაროს კეთილმოწყობისთვის, მერიამ ხელშეკრულება გაუფორმა კომპანიას “ახალი სამშენებლო”, რომელის სამუშაოებისთვის 10 ათას ლარს მიიღებს.
მერიამ წყაროს მოწყობის სამუშაოები კომპანიისგან გამარტივებული გზით შეისყიდა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კომპანია ქარელის მერიის ტენდერებში და გამარტივებულ შესყიდვებში ხშირად ფიგურირებს.
4 თვეში აღნიშნულ კომპანიასთან ქარელის მერიამ 9 გამარტივებული ხელშეკრულება გააფორმა, ხოლო ამავე პერიოდში აღნიშნულმა კომპანიამ ქარელის მერიის მიერ გამოცხადბულ ტენდერები 4-ჯერ მოიგო.
მისმა დირექტორმა, მამუკა მასურაშვილმა პარტიას “ქართული ოცნება” გასულ წელს 5000 ლარი შესწირა.
100 000 ლარზე მეტი “ოცნების” შემომწირველ კომპანიას – ქარელის მერიის შესყიდვები