სტატიები

რა ხდებოდა გუშინ რესტორან “ნაჭარმაგევში” – ფოტოები 

გორში, რესტორანში “ნაჭარმაგევი” ჩხუბი მოხდა. თვითმხილველის ინფორმაციით, ფიზიკური დაპირისპირების დროს, ისროლეს იარაღიდანაც, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიჭრა. ფაქტს არ ადასტურებს შსს. 

სროლის ფაქტზე საუბრობენ სხვა თვითმხილველებიც, თუმცა მომხდარზე გამოძიება 126 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. 

ადგილზე მყოფები ამბობენ, რომ ჩხუბის დროს პოლიციელიც სცემეს, “მოზაიკას” ინფორმაციით, დაშავებული სამართალდამცავი “გორმედში” მიიყვანეს, თუმცა სამედიცინო დაწესებულება მალევე დატოვა.

რაც შეეხება სავარაუდო დაჭრის ფაქტს, ამის შესახებ კომენტარს არც კლინიკები აკეთებენ და არც რესტორინის ადმინისტრაცია.

დატოვეთ კომენტარი