ახალი ამბები

გორის მერმა ზურაბ ილურიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა 

გორის მერმა ზურაბ ილურიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა. ილურიძე კულტურის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყო. “მოზაიკას” ინფორმაციით, ილურიძის თანამდებობიდან გათავისუფლების რეკომენდაცია ხინჩეგაშვილს პროკურატურიდან მიუვიდა.

შეგახსენებთ, რომ  სუს-ის ანტიკორუფციულიი სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიების შემდეგ, ილურიძე  სისხლისამართლის პასუხიაგებაშია. 

მას და კულტურის სააგენტოს ყოფილ დირექტორებს, გელა კაპანაძეს და დავით წეწვაძეს სამსახურეობრივი გულგრილობის საქმეზე 10 ათას ლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული და გამოძიება ჯერ კიდევ გრძელდება. 

საქმე ეხება კულტურის სააგენტოს ბუღალტერის მიერ, დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების მითვისებას.

გამოძიების ინფორმაციით, ლეილა წკრიალაშვილმა თითქმის ნახევარი მილიონი ლარი აზარტულ თამაშებში გაფლანგა. კულტურის სააგენტოს დირექტორები კი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვას სათანადოდ ვერ აკონტროლებდნენ, ამით კი ბუღალტერმა ისარგებლა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.