ახალი ამბები

შინდისის თემში მცხოვრებ ქალებს ბიზნესიდეები  დაუფინანსეს

“შინდისის 17 გმირის  სახელობის საბავშვო ბიბლიოთეკაში“  რამდენიმე თვეა მიმდინარეობს  პროექტი   „ ქალთა ეკონომიკური გაძლიერება.  პროექტს “ფონდი ტასო” ახორციელებს  გაეროს ქალთა ორგანიზაციის და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით  შიდა ქართლის, სამეგრელოს, გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში.

შინდისის  თემის ქალებიც სწორედ, ამ პროექტის ფარგლებში გაერთიანდნენ სათემო ჯგუფად. ჯგუფის მხარდამჭერი და ფასილიტატორი სათემო მუშაკი მარიამ ბუჩუკურია, როგორც მარიამი აღნიშნავს ქალების გაძლიერება მრავალმხრივი მიმათულებით მიმდინარეობს.

“ტარდება  საინფორმაციო ტრენინგ-შეხვედრები სხვადასხვა აქტუალურ თემებზე და  პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების ხელშეწყობა, რის საფუძველზეც ქალები შეძლებენ მცირე ბიზნესის წამოწყებას და თვითგანვითარებას. პროექტის ერთ-ერთი კომპონენტი მცირე გრანტებიცაა, რომლის ფარგლებში ქალებს  სხვადასხვა ინიციატივა დაუფინანსდათ 5000 ლარის ფარგლებში”. 

შინდისის თემიდან მცირე საგრანტო კონკურსის ფარგლებში ცხრა ქალი დაფინანსდა:

  • ლალი ომაძე;
  • ციცინო ბეშკენაშვილი;
  • ნათია მთიულიშვილი;
  • მადონა მარტიაშვილი;
  • მაია ლაცაბიძე;
  • ლელა ხუციშვილი;
  • ნანა ხუციშვილი.

მოპოვებული გრანტით ისინი შეძლებენ ჩირის წარმოებას, სათბურის და ინკუბატორის მოწყობას, მარწყვის ბაღის გაშენებას, საკერავი მანქანის შეძენას  და მცირე ბიზნესის წამოწყებას.

პროექტის მონაწილე  თამარ საბანაძე აღნიშნავს, რომ პროექტმა დიდი ცოდნა და გამოცდილება მისცა ბიზნეს-გეგმის წერის და ბიუჯეტის შედგენის მიმართულებით.

“ფონდი “ტასოს“ რეკომენდაციით BDO Academy-იაში ოთხთვიანი კურსი გავიარე წარმატებით, შევისწავლე იდეის ბიზნეს-გეგმად გარდაქმნა, ფინანსური და საგადასახადო საკითხები. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის პრაქტიკული რჩევები, რაც აკადემიაში სწავლისას მივიღე. ახლა უფრო თავდაჯერებულად შემიძლია წამოვიწყო ჩემი ოცნების საქმე”, – ამბობს თამარ საბანაძე. 

ორგანიზატორების თქმით, პროექტში მონაწილე ქალები თემის აქტიურ წევრებად ჩამოყალიბდნენ და ბევრი პოზიტიური ცვლილების გამოწვევასაც გეგმავენ. მთავარი საზრუნავი ამ ეტაპზე თემში მრავალფუნქციური, კეთილმოწყობილი სივრცის მოწყობაა,რისთვისაც ადგილობრივი თვითმმართველობის და ბიზნესის მხარდაჭერას საჭიროებენ.

დატოვეთ კომენტარი