ახალი ამბები

“იეროფანტის ყოვლად უნიჭო წარმოდგენა” – პოლიტიკური ზღაპრის პრეზენტაცია ატენში გაიმართა

“იეროფანტის ყოვლად უნიჭო წარმოდგენა” – ასე ჰქვია დებიუტანტი მწერლის, ნინო ჩაგანავას ლიტერატორულ ფსევდონომით “ქვიშის კატას”, პირველ წიგნს, რომელიც ზღაპრის სტილში გადმოცემული რეალობაა.

პოლიტიკური სატირა დიქტატორის ერთგვარ ტიპაჟს აღწერს და 2021 წლის 5 ივლისის მოვლენას ეხმაურება.

ჟურნალისტებზე ძალადობა, ბრბოდ ქცეული ხალხი, ძალაუფლების ერთ პირში გაერთიანება – ეს ის თემებია, რომელსაც ავტორი მკითხველს დიდი სიმძაფრით და ამავდროულად ირონიით გადმოსცემს.

“ჩემი წიგნი ეხმიანება იმ რეალობას, რაც დღეს ქვეყანაშია. საუბარია პოლიტიკურ სატირაზე. წიგნში ვსაუბრობ ჟურნალისტების როლზე და მათ გამბედაობაზე”, – ამბობს ავტორი.

წიგნის პრეზენტაცია ატენში გაიმართა, ღონისძიებას სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.