ახალი ამბები

ბოშურის სახლში დააბრუნეს ის ნივთები, რომლის გაუჩინარების შესახებაც მფლობელმა საჯაროდ დაწერა

ბოშურში მოქალაქეს მანქანის აკუმულატორის დამტენი მოპარეს. მისი თქმით, დამტენი სხვა ნივთებთან ერთად სახლიდან მოიპარეს. 

სახლის მეპატრონემ ნივთების დაკარგვასთან დაკავშირებით ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა. 

“ქვედა სართულიდან, ღუმელიდან აღებულია საჭირო მოწყობილობა კერძოდ, მანქანის აკუმულატორის დამტენი და სხვა წვრილმანები. რომ არ ვკეტავ 10 კლიტით და ვსარგებლობ ადგილობრივების კეთილგანწყობით, არ ნიშნავს, იმას რომ ვისაც რა უნდა ის უნდა აიღოს.  ბოლო პერიოდში კაკლის ასაკრეფად  შესულია სამი კაცი და შემდეგ კაცი და ქალი,(კონკრეტული სახელები და გვარები ამ ეტაპზე შეგნებულად არ ვიკითხე , მაგრამ ისიც იცით კიდევ ბევრი რამის გარკვევა რომ შემიძლია), შესაბამისად ნურავინ მომაძულებინებს თავს და სანამ ჩემით მივადგები, მანამ ადგილზე დადოს აღებული ნივთები”, – წერს სახლის მეპატრონე. 

აღნიშნული პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, მეპატრონეს წაღებული ნივთები დაუბრუნეს. “მოზაიკას” ამის შესახებ სახლის მეპატრონემ აცნობა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.