ახალი ამბები

ქარელის მერის ერთ-წლიანი ანგარიშის წარდგენამ 25 წუთში, უკომენტაროდ ჩაიარა

ქარელის მუნიციპალიტეტის მერს საკუთარი ერთ-წლიანი მუშაობის შესაჯამებლად 25 წუთი დასჭირდა. მან საკუთარი ანგარიშის წარდგენა კულტურის სახლში მოაწყო. 

შეხვედრას ძირითადად მერიის, მის დაქვემდებარებაში მყოფი ა(ა)იპ-ების და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მერის ანგარიშის მოსასმენად, ოპოზიციონერი დეპუტატები არ მისულან.

ზაზა გულიაშვილმა ძირითადი ყურადღება განხორციელებულ და დაგეგმილ ინფრასქტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა.

საკუთარ საქმიანობაზე საუბრის შემდეგ, აუდიტორიას კითხვის დასმის შესაძლებლობა ჰქონდა, თუმცა შეხვედრა კითხვების და კომენტარების გარეშე დასრულდა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი