ახალი ამბები

“იაკობობის” აღსანიშნავად, გორის მერიას ღონისძიება არ დაუგეგმავს

გორის მერიამ “იაკობობა” არც წელს აღნიშნა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ თარიღთან დაკავშირებით მერიას აქტივობები ჯერ არ ჰქონია. როგორც ნათია ხაჩიურმა თქვა, “იაკობობის” აღნიშვნას მერია 2 დღის დაგვიანებით, 29-ში აპირებს.

” 27 ოქტომბერს სასწავლო პროცესი იყო. ამიტომ კულტურისა და ტურიზმის სააგენტო ჩაატარებს ღონისძიებას, შაბათს ან კვირას, ჩატარდება სკოლების ჩართულობით”, – გვითხრა ხაჩიურმა.

“იაკობობა” გორის მერიის მხარდაჭერით და კულტურის სააგენტოს ორგანიზებით, ბოლოს 2019 წელს აღინიშნა. კერძოდ, 3 წლის წინ, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე 27 ოქტომბერს მოეწყო კონცერტი და გამოფენა. 

მას შემდეგ, ამ თარიღის აღნიშვნაში გორის მერია აღარ ჩართულა. ორი წლის განმავლობაში, ამის მიზეზად პანდემია სახელდებოდა. 

წლების განმავლობაში, 27 ოქტომბერი, როგორც იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე, სახალხო დღესასწაულად ითვლებოდა და ყოველწლიურად აღინიშნებოდა. პირველად ეს თარიღი 1940 წელს, გოგებაშვილის 100 წლის იუბილეზე აღნიშნეს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.