ახალი ამბები

გორმა, კასპმა და ხაშურმა სახალხლო დღესასწაულებზე  4 250 ლარის ფოიერვერკები იყიდეს

შიდა ქართლში სახალხო დღესასწაული სამ მუნიციპალიტეტში ერთ დღეს, 23 ოქტომბერს გაიმართა.

გორში, ხაშურსა და კასპში სხვადასხვა ღონისძიებები მოეწყო. ამ დღისთვის თანხა მერიებმა ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახარჯეს, რომლის ფარგლებშიც შეიძინეს ფოიერვერკიც.

ყველაზე მეტი თანხა ამ მიმართულებით გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გახარჯა, ყველაზე ნაკლები კი ხაშურის მერიამ. საერთო ჯამში, ფოიერვერკისთის 4 250 ლარი დაიხარჯა.

  • გორი – 2 400 ლარი;
  • ხაშური – 650 ლარი;
  • კასპი – 1200 ლარი.

რაც შეეხება ქარელის მუნიციპალიტეტს, სხვადასხვა მიზეზების გამო “ქარელობა 2022” რამდენჯერმე გადაიდო. უწყებამ ღონისძიებების მოწყობა 5 ნოემბრისთვის დაგეგმა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები