ახალი ამბები

გათბობა ჩართულია იმ საბავშვო ბაღებში, სადაც სისტემა მოწესრიგებულია – სააგენტო

იმ საბავშვო ბაღებში, სადაც სისტემა მოწესრიგებულია, გათბობა ჩართულია, – გვითხრა ბაღების სააგენტოს პრესსამსახურის წარმომადგენელმა, ნინო თენაძემ. 

ნინო თენაძის თქმით, დარჩენილ ბაღებში გათბობის სისტემების მონტაჟი ახლაც მიმდინარეობს. 

“დამატებით 10 ბაღში მოეწყო გათბობის სისტემა, ბოლო დროს და ნაწილში უკვე ჩართულია, ნაწილში კი სისტემის მონტაჟი კვლავ მიმდინარეობს. ჩვენგან ზოგადი დირექტივაა, რომ როდესაც აცივდება, უნდა ჩაირთოს”, – გვითხრა თენაძემ. 

როდის ჩართავენ გათბობას საბავშვო ბაღში? – ამ საკითხის გარკვევის თხოვნით, ბოლო პერიოდში “მოზაიკას” რამდენიმე მშობელმა მიმართა. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.