ახალი ამბები

ხაშურის მუნიციპალიტეტში ქემფერის რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქემფერის რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გაიხსნა.

ხაშურის რესურსცენტრის ხელმძღვანელის  ზვიად გოგუაძეს თქმით, სკოლაში 4 სოფლის მოსწავლეები ისწავლიან.

“სკოლაში 42 მოსწავლე 4 სოფლიდან ქემფერიდან, ნარვანიდან,წაბლოვანად და ცედანიდან ისწავლიან”, – ამბობს ის.

სკოლის რეაბილიტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელდა, რომლის ღირებულება 1 662 000 ლარია.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი