ახალი ამბები

ოკუპირებული ცხინვალიდან წითელმა ჯვარმა სამკურნალოდ 2 ადამიანი გამოიყვანა

ოკუპირებული ცხინვალიდან ერგნეთის გავლით წითელმა ჯვრამა სამკურნალოდ 2 ადამიანი გამოიყვანა.

“მოზაიაკას” ინფორმაციით, საუბარია იმ პირებზე, რომლებიც დღეს დილით, კერძო სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად, მძიმედ დაშავდნენ.

ჩვენი ინფორმაციით, მათ დამწვრობა აქვთ მიიღებული და ახლა მკურნალობას თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში აგრძელებენ.

ოკუპირებულ ცხინვალში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად ორი ბავშვი დაიღუპა, რამდენიმე სრულწლოვანი კი დაშავდა.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შემთხვევა ე.წ. შანხაის დასახლებაში, გაზის გაჟონვამ გამოიწვია.

დატოვეთ კომენტარი