ახალი ამბები

“ოფისი არ იხურება, ვარემონტებთ” – კონსერვატიული პარტიის ოფისი გორში დაკეტილია

პრორუსული პარტიის “კონსერვატიული მოძრაობა” ოფისი გორში, ცენტრალურ გამზირზე მდებარეობს.

აღნიშნული პარტიის ლიდერები ამჟამად, რუსეთის ფედერაციაში იმყოფებიან და როგორც თავად ამბობენ, კრემლთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

მანამდე არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარტიას ფინანსური კრიზისი ჰქონდა და რეგიონებში გახსნილი ოფისების დახურვა მოუწევდა.

“მოზაიკა” დაინტერესდა რა ბედი ეწევა გორში პარტიის ოფისს, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალში გაიხსნა.

“ოფისის დახურვას არ ვაპირებთ, ვარემონტებთ და ისევ გავაგრძელებთ მუშაობას”, – განაცხადა ზურაბ ანიაშვილმა, პარტიის წარმომადგენელმა გორში.

პრორუსული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, კონსტანტინე მორგოშიამ განაცხადა, რომ “ალტ-ინფოს” ფინანსური კრიზისი გადალახული აქვს.

“ალტ-ინფოს“ ფინანსური კრიზისი გადალახული აქვს, დამატებითი სახსრები მოიძებნა ჩვენს პარტნიორებთან და მხარდამჭერებთან ერთად, არამარტო რუსეთიდან, არამედ მსოფლიო ძალიან ბევრი კუთხიდან, მათ შორის უმეტესობა ევროპიდან“, – განაცხადა მორგოშიამ.

ინფორმაციისთვის, “კონსერვატიული მოძრაობა” შემოწირულებებს გორელებისგანაც იღებს. ერთ-ერთი ბოლო გადარიცხვა პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის სამსახურმა მიმდინარე თვეში ასახა.

გორელები, რომლებიც პრორუსულ პარტიას აფინანსებე

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.