ახალი ამბები

გორელები, რომლებიც პრორუსულ პარტიას აფინანსებენ

პრორუსული პარტია “კონსერვატიული მოძრაობა” გორელებისგან შემოწირულობებს იღებს.

ერთ-ერთი ბოლო გადარიცხვა პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის სამსახურმა მიმდინარე თვეში ასახა.

ანტიდასავლური და პრორუსული პარტიის ერთ-ერთი გორელი დამფინანსებელი ალექსანდრე ბრეგვაძეა. გორში ოფისის გახსნიდან დღემდე ბრეგვაძემ 5 სხვადასხვა გადარიცხვა განახორციელა. ჯამში, პარტიას მან 4 000 ლარამდე გადაურიცხა.

გარდა ამისა, შემომწირველებს შორის კიდევ ერთი გორელი – მაია სააკაშვილიცაა. მან პარტიას 600 ლარი მიმდინარე წლის 18 აპრილს გადაურიცხა.

შეგახსენებთ, რომ გორში, ჭავჭავაძის გამზირზე N51-ში პრორუსული და ანტილიბერალური პარტიის “კონსერვატიული მოძრაობა” ოფისი მიმდინარე წლის თებერვლის თვეში გაიხსნა.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ პარტიის ლიდერები ამჟამად, რუსეთის ფედერაციაში იმყოფებიან და როგორც თავად ამბობენ, კრემლთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.