ახალი ამბები

8 სოფელში ამბულატორიების მოწყობისთვის, გორის მერია ქონებას სამინისტროს გადასცემს

8 სოფელში ამბულატორიების მოწყობისთვის, გორის მერია უძრავ ქონებას ჯანდაცვის სამინისტროს გადასცემს – შესაბამისი დადგენილება დასამტკიცებლად მერიამ საკრებულოს უკვე გაუგზავნა. 

დოკუმენტის მიხედვით, უძრავი ქონებები ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ა(ა)იპ-ის,  საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის ბალანსზე გადავა. 

“ამბულატორიების გადაცემა, სამედიცინო ჰოლდინგის ბალანსზე, დადებითად იმოქმედებს “სოფლის ექიმის’’ პროგრამის განხორციელებაზე. საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი ერთიანი მიდგომით დაიწყებს მუშაობას ამბულატორიების რეაბილიტაცია/მშენებლობისათვის, რათა ქვეყანაში გაუმჯობესდეს პირველადი ჯანდაცვის მიწოდების ხარისხი”, – ვკითხულობთ დოკუმენტში. 

დადგენილებაში ასევე მოცემულია იმ უძრავი ქონებების ჩამონათვალი, სადაც ამბულატორიები უნდა მოეწყოს:

  1. სოფელ ატენში მდებარე 521 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია ამბულატორიის შენობა (ს.კ. 66.60.12.360)
  2. სოფელ ბნავისში მდებარე 373 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია ამბულატორიის შენობა (ს.კ. 66.60.04.103)
  3. სოფელ ხელთუბანში მდებარე 453 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია ამბულატორიის შენობა (ს.კ. 66.54.08.304);
  4. სოფელ ახალდაბაში მდებარე 519 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია ამბულატორიის შენობა (ს.კ. 66.43.13.400);
  5. სოფელ ქვახვრელში მდებარე 574 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია ამბულატორიის შენობა (ს.კ. 66.57.03.204);
  6. სოფელ ძევერაში მდებარე 715 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია ამბულატორიის შენობა (ს.კ. 66.47.04.208);
  7. სოფელ ტინისხიდში მდებარე 150 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია ამბულატორიის შენობა (ს.კ. 66.44.04.705);
  8. სოფელ ვარიანში მდებარე უძრავი ქონება ს/კ 66.43.07.236.01.507.
დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.