ახალი ამბები

ქარელს “საპატიო მოქალაქე” არ ჰყავს

2011 წლიდან დღემდე, ქარელში “საპატიო მოქალაქის” წოდება არავისთვის მიუნიჭებიათ. 

როგორც განათლების და კულტურის სამსახურის მაშინდელი უფროსი ვასიკო ბაქრაძე გვიყვება, “საპატიო მოქალაქეების” შერჩევის პროცესს მუდმივად სირთულეები ახლდა. 

“2015 წლიდან ქარელში “ქარელობის” დღესასწაული აღინიშნება. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო დაგეგმვა, რომ ქარელში მომხდარიყო საპატიო მოქალაქეების წარდგენა, თუმცა გარკვეულ წინაღმდეგობებს წავაწყდით, ხალხში არაერთგვაროვანი დამოკიდებულების გამო. იყო  სხვა სახის პრობლემებიც, შემდეგ პანდემია და ამ ღონისძიების განხორციელება ჩემს პერიოდში ვერ მოხერხდა”, – გვითხრა ვასიკო ბაქრაძე.

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დადგენილება “საპატიო მოქალაქის” ტიტულის მინიჭების შესახებ 2011 წელს მიიღო მაშინდელი. მას შემდეგ 11 წელი გავიდა და როგორც “მოზაიკას” საკრებულოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ეუბნება, ამ საკითხზე მუშაობა ისევ განახლდა. 

“ახლა ვგეგმავთ კომისიის შექმნას და სავარაუდოდ, წელს მოხდება კანდიდატების შერჩევა და საპატიო მოქალაქებიის დასახელებაც”, – გვითხრა ქარელის საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ შუბითიძემ. 

დატოვეთ კომენტარი