ახალი ამბები

“ემეგობრე პოლიციას”, – გორში ღონისძიება მიმდინარეობს 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანია – „ემეგობრე პოლიციას“ ფარგლებში, საზოგადოებრივი ღონისძიება ამჯერად გორში, ცენტრალურ გამზირზე მიმდინარეობს.

ღონისძიებას ესწრებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები და რიგითი მოქალაქეები. კამპანიის – „ემეგობრე პოლიციას“ ფარგლებში, გორში სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი აქტივობა ტარდება.

შსს -ს ინფორმაციით, ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს საშუალება აქვთ, გაეცნონ საპატრულო პოლიციის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის, მომსახურების სააგენტოს, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, სასაზღვრო პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, დაცვის პოლიციის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საქმიანობას, ასევე, დაათვალიერონ აღნიშნული დანაყოფების სპეცტექნიკა და აღჭურვილობა.

უწყების ცნობით, სახალხო ღონისძიებების პარალელურად, უკვე დაიწყო პროექტი, რომლის ფარგლებშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების, კერძოდ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, მომსახურების სააგენტოს და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის წარმომადგენლები სკოლებში მართავენ შეხვედრებს, რომელთა მიზანია ბავშვებსა და მოზარდებში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის შესახებ ცნობიერების ამაღლება.

ინფორმაციისთვის, მსგავსი ღონისძიებები საქართვსლოს სხვა რეგიონების ნაწილში უკვე გაიმართა.

დატოვეთ კომენტარი