ახალი ამბები

“ხაშურსერვისის” დირექტორად ზურა ნოზაძე დაინიშნა

ხაშურის მერიის ერთ-ერთი ა(ა)იპის, “ხაშურსერვისის” დირექტორად ზურაბ ნოზაძე დაინიშნა. მან ამ პოსტზე ნუკრი ცხოვრებაძე შეცვალა.

მერიის ცნობით,  საკადრო ცვლილება ერთი თვის წინ განხორციელდა.

“საკადრო ცვლილების მიზეზი არ ყოფილა აუდიტის მიერ ა(ა)იპ-ში აღმოჩენილი ხარვეზები. ნუკრი ცხოვრებაძე მუშაობას აგრძელებს სხვა ა(ა)იპ-ში, იგივე პოზიციაზე”, – გვითხრეს ხაშურის მერიაში. 

ამავე თემაზე: არ ხდება სამუშაოს ანალიზი, ხდება თანხების ხშირი გადამისამართება – ხარვეზები  “ხაშურსერვისში”

ინფორმაციისთვის, ზურა ნოზაძე წინა მოწვევის საკრებულოს დეპუტატი იყო “ქართული ოცნებიდან”.  პოლიტიკურ საქმინობამდე კი, ის მოჭიდავე იყო. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი