ახალი ამბები

“ხაშურსერვისის” ანგარიშები არ იძლევა საქმიანობის ეფექტიანობის შეფასების საფუძველს” – აუდიტის დაკსვნა

“ხაშურსერვისის” წლიური ანგარიშები არის ზოგადი ხასიათის და არ იძლევა მისი საქმიანობის ეფექტიანობის შეფასების საფუძველს, – ეს ინფორმაცია ხაშურის მერიის აუდიტის სამსახურის დაკსვნის იმ ნაწილშია მოცემული, რომელიც “ხაშურსერვისს” ეთმობა.

“ა(ა)იპ-ის წლიური ანგარიშების შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ შედგენილი ანგარიშები არის ზოგადი ხასიათის, მათში ძირითადად აღნიშნულია დასაქმებული ადამიანების რიცხოვნობა, ა(ა)იპ-ის მიერ განხორციელებული შესყიდვები, გამოყოფილი ბიუჯეტი და მისი ხარჯვა”, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

დაკსვნის მიხედვით, მერიის აღნიშნული ა(ა)იპ-ის ანგარიშები არ შეიცავს ინფორმაციას დასახული ამოცანებისა და მათი მიღწევის მდგომარეობის შესახებ.

“ეს ინფორმაცია რაც საბაზისო მონაცემია ორგანიზაციის საქმიანობის ეფექტიანობის შესაფასებლად”, – წერს აუდიტი საკუთარ დასკვნაში.

მერიის სამსახური “ხაშურსერვისს” მოუწოდებს, რომ 2022 წლის ანგარიშში საკუთარი მუშაობის შედეგები გაანალიზოს.

“საქმიანობის ანგარიშები უმჯობესია ისეთი ფორმით იყოს შედგენილი, რომ საფუძვლად დაედოს მომავალი დაფინანსების განსაზღვრას. შესაბამისად, აუცილებლია ორგანიზაციამ აკონტროლოს მიღწეული შედეგები და გააანალიზოს, რამდენად სწორად იხარჯება ადგილობრივი ბიუჯეტიდან მიღებული სახსრები და საკუთარი შემოსავლები.”

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.