ახალი ამბები

ხაშურელმა ძიუდოისტმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა 

ხაშურელმა ძიუდოისტმა, ლუკა მაისურაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუოში, ლუკა მაისურაძე 90 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. 

ქართველმა ძიუდოისტმა მეოთხედფინალში ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტატო მოსახლიშვილი იპონით დაამარცხა.  ლუკა მაისურაძე ტურნირზე მეორე წრეში ჩაერთო და ლიბანის სახელით მოასპარეზე კარამნობ საგაიპოვი დაამარცხა, მერვედფინალში კი მონღოლ ალტანბაგანა გატულგას სძლია.

ინფორმაციისთვის, ლუკა მაისურაძე მიმდინარე წლის ევროპის ჩემპიონია.

დატოვეთ კომენტარი