ახალი ამბები

სოფელ ბრილში გზის მოწესრიგებისთვის 2 მილიონამდე დაიხარჯება 

ბრილში მისასვლელი გზის მშენებლობა დაიწყო, – ინფორმაციას ამის შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. 

უწყების ცნობით, ამჟამად მიმდინარეობს გზის მოსწორების სამუშაოები. პროექტით გათვალისწინებულია ასფალტის საფარის დაგება და საგზაო მონიშვნების გაკეთება.

“აქამდე სოფელ ბრილამდე მისასვლელი გზა კაპიტალურად არასდროს მოწყობილა, რაც თავისთავად გადაადგილებას აფერხებდა. მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურა გააუმჯობესებს მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობებს”, – განაცხადა თენგიზ ჩიტიაშვილმა, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა.

ინფორმაციისთვის, აღნიშნული პროექტი გარდამავალია და ადგილობრივი მუნიციპალიტეტი და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი ერთობლივად აფინანსებს. პროექტის ღირებულება 1 864 241 ლარია. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი