ახალი ამბები

“ხაშურ-ქალაქობა 2022” – რა ღონისძიებებია დაგეგმილი 15 ოქტომბერს 

15 ოქტომბერს ” ხაშურ-ქალაქობა 2022″ გაიმართება. ხაშურის მერია მოსახლეობას სხვადასხვა ღონისძიებებს სთავაზობს.

“მოზაიკა” გთავაზობთ დაგეგმილი აქტივობების ჩამონათვალს: 

12:00 საათი: კოსტუმირებული მსვლელობა;

13:00 საათი: ადგილობრივი ჯგუფების კონცერტი, ჭადრაკის ღია პირველობა, პეინთბოლის შეჯიბრი სკოლის გუნდებს შორის;

14:00 საათი: გამოფენები, ადგილობრივი მეწარმეების მონაწილეობით;

16:20  საათი: თოჯინების თეატრის წარმოდგენა ბავშვებისთვის, დიმიტრი ყიფიანის სკვერში;

17 საათი: ქალთა რესპუბლიკური ტურნირის დაჯილდოვება;

17:20  საათი: ანიმატორების წარმოდგენა პატარებისთვის;

18:00 საათი: დაჯილოვების ცერემონიალი.

19:00 საათი: გალა კონცერტი ადგილობრივი და მოწვეული მომღერლების შესრულებით.

“კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ სოფო საჟინიანი, ლევან ტაბატაძე, ეკო ფანგანი, ოთო ნემსაძე, ანსაბლი ბანა, დავით არჩვაძე და ანსაბლი ჰანგები”

23:00 საათი: საზეიმო ფოიერვერკი.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი