ახალი ამბები

გორში იარაღის უკანონოდ შენახვისთვის წარსულში ნასამართლევი მამაკაცი დააკავეს 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბოლო პერიოდში, თბილისში, შიდა ქართლსა და სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, საბრძოლო მასალა ამოიღეს და 4 პირი დააკავეს, – ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. 

უწყების ცნობით, დაკავებულია წარსულში ნასამართლევი, 1992 წელს დაბადებული მამაკაცი. 

“შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა კი 1992 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი თ.კ. გორში დააკავეს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები ამოიღეს”, – ნათქვამია განცხადებაში. 

დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დატოვეთ კომენტარი