ახალი ამბები

მიმოზა ღოლიჯაშვილი გარემოს დაცვის სამინისტროს რჩეული მასწავლებელი გახდა

მიმოზა ღოჯილაშვიილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რჩეული მასწავლებელი გახდა. ხიდისთავის საჯარო სკოლის პედაგოგს “მწვანე ჯილდო” გადაეცა. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინფორმაციით, მთელ მსოფლიოში, გარემოსდაცვითი განათლება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სწორედ ამიტომ, უმნიშვნელოვანესია, გარემოსდაცვითი განათლების დანერგვა სკოლებში.

“გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უკვე მეექვსე წელია „მწვანე ჯილდოთი” აჯილდოებს „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ იმ მონაწილეებს, რომლებიც აქტიურად მუშაობენ გარემოსდაცვითი კუთხით და ზრუნავენ მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებაზე. იმედი გვაქვს, სამომავლოდ, უფრო მეტი პედაგოგი დაინტერესდება ამ უმნიშვნელოვანესი სფეროთი; სამინისტრო კი, ნამდვილად არ დატოვებს მათ ყურადღების მიღმა,” – განაცხადა ცენტრიდ დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.