ახალი ამბები

“ოკუპაცია ამ წუთებშიც გრძელდება” – დვანელები

დვანში ბორდერიზაციის პროცესი დღეს დილიდან აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამის შესახებ “მოზაიკას” ადგილობრივებმა განუცხადეს.

სოფელში ამბობენ, რომ 10-მდე ოკუპანტი სოფლის მისადგომებთან სატვირთო მანქანებით დილის საათებში მივიდნენ და უკანონო სამუშაოები დაიწყეს.

“ფორმიანებმა თავდაპირველად ლითონის ძელები აღმართეს, მოგვიანებით კი მავთულხლართები გააბეს”, – ამბობენ ადგილობრივები.

მათი ინფორმაციით, ოკუპაციის პროცესი ამ წუთებშიც მიმდინარეობს და მათ ე.წ. საზღვართან მიახლოების საშუალებას ქართველი სამართალდამცველები არ აძლევენ.

უკანონო სამუშაოების გადაღების საშუალება პოლიციამ, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე ,არც მედიის წარმომადგენლებს მისცა.

შეგახსენებთ, რომ ბორდერიზაციის განახლების შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა. უწყების ხნობით, გააქტიურებულია ცხელი ხაზი და საქმის კურსშია ევროკავშირის სადამკვირებლო მისია.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები