ახალი ამბები

ექვსქულიანი მატჩი ბურჯანაძეზე – „დილა“ – „ტორპედო“

7 ოქტომბერს, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 29-ე ტურის შეხვედრაში ერთმანეთს გორის „დილა“ და ქუთაისის „ტორპედო“ დაუპირისპირდებიან.

სატურნირო მდგომარეობის გათვალისწინებით, აღნიშნული შეხვედრა ორივე გუნდისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია და ე.წ. ექვსქულიანი მატჩიც შეგვიძლია ვუწოდოთ, რადგან „ტორპედო“ და „დილა“ ცხრილში ერთმანეთის მეზობლად მე-3 და მე-4 პოზიციებზე იმყოფებიან.

28 ტურის შემდეგ, „ტორპედოს“ მარაგში 44 ქულაა, ხოლო გორელთა მონაგარი 43 ქულას უტოლდება.

მიუხედავად ლიდერების წასვლისა და განახევრებული შემადგენლობისა, გორელებს ჩემპიონატის საპრიზო ადგილზე დასრულების შანსი კვლავ შენარჩუნებული აქვთ, თუმცა ამისთვის პირველ რიგში, ქუთაისელებთან წარმატებული თამაშია საჭირო.

მატჩი 19:00 საათზე დაიწყება. ხოლო მათთვის, ვინც სტადიონზე მისვლას ვერ ახერხებს, პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა საქართველოს ეროვნული ლიგის ვებ გვერდზეა შესაძლებელი – erovnuliliga.ge.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები