ახალი ამბები

საპატიო მოქალაქის წოდებას 21 ხაშურელი ატარებს – დაჯილდოება იქნება წელსაც

ხაშურში, სახალხო დღესასწაულზ, ახალი საპატიო მოქალაქეებსაც დაასახელდებიან. როგორც მერიაში ამბობენ, ისინი კომისიას ჯერ არ შეურჩევია. 

“საპატიო მოქალაქის მსურველებს, მოქალაქეებს შეუძლიათ წარადგინონ კანდიდატურები. შემდეგ კომისია განიხილავს და გადაწყვეტილებასაც ის მიიღებს. 2022 წლის საპატიო მოქალაქებზე კომისიას ჯერ არ უმსჯელია”, – გვითხრა ნინო სუხიაშვილმა, ხაშურის პრესსამსახურის უფროსმა.

ინფორმაციისთვის, ხაშურის მუნიციპალიტეტში საპატიო მოქალაქის წოდება 2013-2019 წლებში 21-მა ადამიანმა მიიღო. 

2013 წელი: 

  • ტოშიო კაიტანი – იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი;
  • მეუფე იობი.

2014 წელი:

  • გოჩა ტყეშელაშვილი –  „ეტალონის“ ავტორი და წამყვანი;
  • გიორგი ლობჟანიძე – პოეტი, მთარგმნელი, აღმოსავლეთმცოდნე, ფილოლოგი.

2015 წელი

  • ანდრეი გაზაროვი – უკრაინის მოქალაქე, ბიზნესმენი;
  • ვახტანგ კვინიკაძე – დამსახურებული მწვრთნელი, თავისუფალი სტილით ჭიდაობის სკოლის დამფუძნებელი;
  • მერი ხარაბაძე – დამსახურებული პედაგოგი.

2016 წელი:

  • კლარა ელჩიბეგაშვილი – ფილოსოფიის მეცნიერებათა დოცენტი, პროფესორი;
  • ნინო გელაშვილი – სამამულო ომის ვეტერანი, დამსახურებული პედაგოგი;
  • თენგიზ ოსაძე – ხაშურის „ივერიის“ გუნდის კაპიტანი;
  • ლევან გვაზავა – სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოცენტი, პროფესორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე.

2017 წელი:

  • ელზა მენაბდე – ექიმი, ხაშურის საქალაქო საბჭოს დეპუტატი, რაიონის ქალთა საბჭოს თავმჯდომარე;
  • თემურ კობერიძე – სპორტსმენი, მწვრთნელ–მასწავლებებლი;
  • რობერტი სუხიაშვილი – ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორი, ხაშურის ბეჭვდითი ორგანოს რედაქტორი;
  • ივანე (მურად) მთვარელიძე – ხაშურის სამუზეუმო გაერთიანების მმართველის მოადგილე.

2018 წელი

  • გიედრიუს პუოჯუნასი – პროექტების ინიციატორი; 
  • ავთანდილ დვალიშვილს – მეღვინე, მევენახე;
  • დიმიტრი ტალახაძეს – ხაშურის კოლორიტი. 

2019 წელი

  • ლიანა ტატიშვილი – მუსიკოსი;
  • ზეინაბ ხმიადაშვილი – ექიმი;
  • გიორგი ხაჩიძე – პედაგოგი.
დატოვეთ კომენტარი