ახალი ამბები

ხაშურში, რუსთაველის ქუჩაზე შუქნიშნები არ მუშაობს

ხაშურში,რუსთაველის ქუჩაზე შუქნიშნები რამდენიმე კვირაა გამორთულია.

ხაშურის მერიის განმარტებით, შუქნიშნების გამორთვის მიზეზი საგზაო მოძრაობის კუთხით დაგეგმილი ცვილილებებია. 

“რუსთაველის ქუჩაზე შუქნიშნები გამორთულია, რადგან იგეგმება საგზაო მოძრაობაში ძირეული ცვლილებები, რაც მერიამ უკვე დააანონსა. ამ დღეებში დეტალურ ინფორმაციას გამოვაქვეყნებთ დაგეგმილი ცვლილებების შესახებ”, – ამბობს ნინო სუხიაშვილი, ხაშურის მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელი. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი