ახალი ამბები

ქარელის საკრებულოს თავმჯდომარე თეატრალურ წარმოდგენაზე არ დაპატიჟეს

ქარელის საკრებულოს თავჯდომარე მოყვარულთა თეატრის მიერ გამართულ სპექტაკლზე არ მიიწვიეს, – ამის შესახებ ჯუმბერ შუბითიძემ მაშინ ისაუბრა, როცა კულტურის და ხელოვნების დაწესებულებების გაერთიანების  უფროსი  საკრებულოს  სამსახურის ანგარიშს წარუდგენდა.

“როდესაც მსგავსი ღონისძიებები იმართება, კარგი იქნება, თუ მეც და ჩემს თანამშრომლებსაც საქმის კურსში ჩაგვაყენებთ, იქნება და ჩვენც გვაქვს სურვილი, რომ ასეთ ღონისძიებებს დავესწროთ. ჩვენი მხრიდან თუ რამის გაკეთებაა საჭირო, ან აფიშის დამზადება ან განცხადების გაკეთება, მე შემიძლია ეს ჩემი აპარატის წევრებს დავავალო”, – თქვა საკრებულოს თავმჯდომარემ.

მას ა(ა)იპ-ის უფროსმა განუმარტა, რომ შენიშვნას მომავალში გაითვალისწინებენ. 

“სპექტაკლის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღით ადრე ქარელის მერიის ფეისბუქ გვერდით გავრცელდა. ასევე კულტურის სამსახურმაც დაწერა ამის შესახებ, თუმცა შენიშვნა მიღებულია და სამომავლოდ გავითვალისწინებ”, – აღნიშნა გიორგი ეგნატაშვილმა. 

ინფორმაციისთვის, ქარელის სამოყვარულო თეატრმა “ჯერ დაიხოცენ მერე იქორწინეს” თეატრალური წარმოდგენა 28 სექტემბერს გამართა. წარმოდგენას ქარელის მერი ზაზა გულიაშვილიც ესწრებოდა.

დატოვეთ კომენტარი