ახალი ამბები

გორელმა მოკრივემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა 

გორელმა მოკრივემ, ლევან დემუროვმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

იტალიის ქალაქ მონტესლივანოში მიმდინარეობს ევროპის ჩემპიონატი კრივში ჭაბუკთა შორის, სადაც ლევან დემუროვმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. იგი 54 წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.

დემუროვი გორის ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის კრივის სპეციალიზირებული სკოლის აღზრდილია.  მისი პირადი მწვრთნელი ავთანდილ შოშიაშვილია.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები