ახალი ამბები

ცხინვალის ციხეში მყოფი საქართველოს მოქალაქეების რიცხვი გაიზარდა – ანთაძე 

ცხინვალის ციხეში მყოფი საქართველოს მოქალაქეების რიცხვი ორით გაიზარდა.ამის შესახებ ერგნეთის შეხვედრის დაწყებამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა, ირაკლი ანთაძემ განაცხადა.

ირკვევა, რომ მიმდინარე თვეში ორი გატაცება მოხდა. გელა იობაშვილი პერევიდან გაიტაცეს, ხოლო ნუკრი კალაშნიკოვი ქარელიდან. რაც შეეხება ცხინვალის ციხეში მყოფ სხვა უკანონო პატიმრებს, როგორც ირკვევა ჩხიკვაძეს 3 წელი და 8 თვე მიუსაჯეს, ხეთერელს წელიწადი და 2 თვე, ნათაძეს კი 3 წელი და 6 თვე.

მათ უპირობო გათავიდუფლებას ოფიციალური თბილისი დღეს მოითხოვს, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვედრაზე ასევე გააპროტესტებენ ბორდერუზაციას, რომელმაც გორის და ქარელის მუნუციპალიტეტში სისტემატიური სახე მიიღო.

“უკანონო აქტივობები შეინიშნებოდა ქარელის და გორის მუნიციპალიტეტებში. ბორდერუზაცია არ გულისხმობს მაინცდამაინც იმას, რომ ახალი ღობე დაამონტაჟონ. აქვე იგულისხმება უკვე არსებული მავთულხლართების განახლება და ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების გავლება. ყველაფერი ეს ზღუდავს გადადგილებას და ამ მხრივ არანაირი განსხვავება არ არის, ახალ დამონტაჟებულსა და ახლად გაახლებულს შორის”,-განაცხადა ანთაძემ.

ანთაძის ინფორმაციით, შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდება წინა შეხვედრიდან დღემდე, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მომხდარ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტზე.

“მაგალითად, ზარდიაან კარისა და კნოლევუს მიმდებარე ტერიტორია. აქტივობები შეინიშნება. ბორდეეიზაცია არ გულისხმობს მარტო ახალ ღობეებს. აქ იგულისხმება ასევე ძველი , უკვე არსებული მავთულხლართების განახლება, ხანძარსაწინააღმდეგო ხნულის გაკეთება, რაც ზღუდავს თავისუფალ გადაადგილებას, წარმოადგენს უკანონო ქმედებას. ასევე ფიქსირდება პატრულირება. გელა იობაშვილის დაკავება მოხდა 14სექტემბერს, მაგრამ ინფორმაცია გაზიარებული იქნა დაგვიანებით. გუშინ ცხელი გაზით გაზიარდა ინფორმაცია , რომ შედგა ე.წ სასამართლო და მას მიესაჯა უკანონო ორთვიანი პატიმრობა. სხვა დამატებითი დეტალის გარკვევას შევეცდებით შეხვედრაზე”,- განაცხადა სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ირაკლი ანთაძემ.

ინფორმაციისთვის, ორთვიანი პაუზის შემდეგ დღეს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა იმართება.

დატოვეთ კომენტარი