ახალი ამბები

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელად ვალერი თელია დაინიშნა

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტს ახალი დირექტორი ჰყავს. აღნიშნული თანამდებობა ვალერი თელიამ დაიკავა. მან ამ თანამდებობაზე თეიმურაზ კალანდაძე შეცვალა. 

ვალერი თელია მანამდე აღნიშნული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო. 

რაც შეეხება თეიმურაზ კალანდაძეს, ის კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელად გადაიყვანეს. 

დატოვეთ კომენტარი