ახალი ამბები

FLEX-მა უკეთეს მოქალაქედ მაქცია – ხაშურელი მოსწავლის ერთი წელი ამერიკაში

სასკოლო სწავლების გარდა, დამიგროვდა მოხალისეობრივ საწყისებზე მუშაობის გამოცდილებაც, – გვითხრა გელა გაჩეჩილაძემ, რომელმაც FLEX-ის პროგრამით, ამერიკაში ერთი წელი გაატარა. 

გელა დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლის მოსწავლეა. ის 2021-2022 წლის FLEX პროგრამის ერთ-ერთი მონაწილეა და ამერიკიდან ახლახანს დაბრუნდა. 

“FLEX-ის შესახებ გავიგე ხაშურის ამერიკული კუთხის მეშვეობით და გადავწყვიტე, რომ მიმეღო მონაწილეობა. მონაწილეობის მიღების შემდეგ ამირჩიეს ფინალისტად და 6 თვის განმავლობაში ვცხოვრობდი და ვსწავლობდი ამერკის შტატ ნევადაში”.

გელა სწავლის პარალელურად, ნავადაში მუშაობდა კიდეც. 

“ვიყავი დაკავებული მოხალისეობრივი სამუშაოთიც, ეს იყო ეკოლოგიის დასუფთავება. ვიმუშავე ყავის და რეკორდების მაღაზიაში. ეს გამოცდილება ძალიან დროული და საჭირო იყო ჩემთვის. FLEX-ის მეშვეობით, ვისწავლე, თუ როგორ უნდა ვიყო უკეთესი ლიდერი და უფრო აქტიური მოქალაქე. ახლა დაბრუნდი და ჩემი მთავარი მიზანი უნივერსიტეტში ჩაბარებაა”, – გვითხრა გელამ. 

დატოვეთ კომენტარი