ახალი ამბები

გორში ბავშვს მანქანა დაეჯახა – დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს 

გორში, სტალინის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ბავშვს დაეჯახა. 

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. 

არსებული ინფორმაციით, ის კლინიკაში დაჟეჟილობებით შეიყვანეს.

ამ დროისთვის ბავშვი სახლში იმყოფება და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

წყარო: ტვ მონიტორინგი

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.