ახალი ამბები

ხაშურსა და კასპში ახალგაზრდებმა გარემოს დაცვის თემატიკაზე კედლები მოხატეს 

„იმოქმედე გარემოსთვის“ პროექტის ფარგლებში, ხაშურსა და კასპში,ორგანიზაცია „Let s Do It“ საქართველომ, ადგილობრივი ახალგაზრდების ჩართულობით, ღონისძიება მოაწყო.

გარემოსდაცვითი თემატიკით მოიხატა  ხაშურში, ლიტვის სკვერში არსებული ფასადი, კასპში კი სააკაძის სკვერის მიმდებარედ არსებული კედელი, – ამის შესახებ ინფორმაციას აღნიშნული მუნიციპალიტეტების მერიები ავრცელებენ. 

მერიების ცნობით, სხვადასხა აქტივობების გარდა, ახალგაზრდებმა დაასუფთავეს სკვერები და მიმდებარე ტერიტორიები. 

“„Lets do it საქართველო“-მ მონაწილეებისთვის სახალისო ვიქტორინა ჩაატარა, გამარჯვებულები კი პრიზებით დააჯილდოვა,”, – ნათქვამია ინფორმაციაში. 

პროექტი მსოფლიო დასუფთავების დღეს მიეძღვნა და მისი მთავარი გზავნილი გარემოზე ზრუნვაა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.