ახალი ამბები

“ძველები გაფუჭდა” – ქარელის მერია 53 000 ლარის კომპიუტერულ ტექნიკას ყიდულობს

ქარელის მერია 53 ლარის დახარჯვას კომპიუტერული ტექნიკის შეძენისთვის აპირებს. 

უწყებამ 18 კომპიუტერის და აქსესუარების შესაძენად, ტენდერი უკვე გამოაცხადა. 

როგორც ქარელის მერის მოადგილემ გვითხრა, ახალი ტექნიკის შეძენა ძველების მწყობრიდან გამოსვლის გამო გახდა საჭირო. 

“მერიამ იმიტომ გადაწყვიტა ახალი კომპიუტერების შეძენა, რომ ძველები მწყობრიდან არიან გამოსულები და ახლის შეძენა გახდა საჭირო”, – გვითხრა მაწონაძემ. 

კომპანია, რომლისგანაც უწყება 53 000 ლარის ღირებულების ტექნიკას შეიძენს, ტენდერის დასრულების შემდეგ გამოვლინდება. სატენდერო განაცხადების მიღება 28 სექტემბერს მთავრდება.

დატოვეთ კომენტარი