ახალი ამბები

მზადება ქალაქის დღესასწაულისთვის – “გორის დღე” 9 ოქტომბერს გაიმართება 

გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის სააგენტომ გამოაცხადა ორი ტენდერი ავეჯისა და ტენტების შესაძენად. 

სააგენტომ “გორის დღისთვის” მზადება დაიწყო და 50 ცალი ტენტის, 26 ცალი დასაკეცი მაგიდისა და სკამების შესაძენად  24 600 ლარი გაითვალისწინა. 

სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულ კომპანიას ხუთი დღე აქვს მომსახურების მისაწოდებლად. 

სააგენტომ ასევე გამოაცხადა ტენდერი ცენტრალური სცენის, გახმოვანების, განათების და უხმაურო დიზელ-გენერატორის ქირაობასთან დაკავშირებითაც. მიწოდების ვადა 9 ოქტომბერია. აღნიშნული მომსახურების შესაძენად კულტურისა და ტურიზმის სააგენტომ 8 500 ლარი გაივალისწინა. 

საერთო ჯამში, დაგეგმილი ღონისძიებების უზრუნველყოფისთვის 33 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება. 

დატოვეთ კომენტარი