ახალი ამბები

ნიკოლოზ ღვინიაშვილის წინააღმდეგ გორის მერიაში სამართალწარმოება დაიწყო

“მოზაიკას” ინფორმაციით, გორის ვიცე მერის, ნიკოლოზ ღვინიაშვილის წინააღმდეგ, მერიის ადმინისტრაციულმა სამსახურმა სამართალწარმოება დაიწყო.

საქმე ეხება ნიკოლოზ ღვინიაშვილის მიერ, შვებულების დროს, სამსახურეობრივი ავტომობილის გამოყენებას. ღვინიაშვილი მიმდინარე წლის აგვისტოში შვებულებაში გავიდა და აჭარის რეგიონში მეგობრებთან ერთად, მერიის ბალანსზე არსებული მანქანით იმოგზაურა.

“მოზაიკამ” ფაქტის ამსახველი ფოტომტკიცებულებები მოიპოვა და გაავრცელა.

გორის ვიცე მერის შვებულება და მოგზაურობა სამსახურეობრივი ავტომობილით

გორის ვიცე მერი “ფიატის” მარკის მსუბუქი ავტომობილით სარგებლობს, მისი საწვავის ლიმიტი თვეში 500 ლიტრია.

იურისტები ამბობენ, რომ საქმეში სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები იკვეთება, თუმცა ჩინოვნიკი თანამდებობას ამ დრომდე ინარჩუნებს.

დატოვეთ კომენტარი