ახალი ამბები

ქარელში ავარია მოხდა  – დაშავებული მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში რჩება 

ქარელში ავარია მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, დიდი სისწრაფით მომავალი ავტომანქანა ქალს დაეჯახა. 

“ქალს საქონელი ტროტუარზე მიჰყავდა, რა დროსაც მანქანა დაეჯახა. როგორც ჩანს, საქონელს მანქანა აუქცია, საჭე ვეღარ დაიმორჩილა და ქალს დაეჯახა”, – უთხრეს “მოზაიკას”. 

დაშავებული ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.

“ფეხის მოტეხილობით, თავის არეში დაზიანებებით და ტვინის შერყევით ქარელის საავადმყოფოში მკურნალობს”. 

დაშავებულის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ პოლიციისთვის მძღოლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას არ აპირებენ. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.