ახალი ამბები

“გენომას” მოძრავი ამბულატორია სოფლად მცხოვრებლებს უფასოდ მოემსახურება

სამედიცინო ცენტრმა “გენომა” ახალი პროექტი დაიწყო, რომელიც მოძრავი ამბულატორიის დახმარებით, სოფლად მცხოვრებ მოსახლეობაზე ზრუნვას გულისხმობს – ამის შესახებ “მოზაკას” პროექტის წარმომადგენელი ბაჩო კოპაძე ესაუბრა. 

მისი თქმით, მოძრავი ამბულატორია რეგიონის მასშტაბით ივლის და მოქალაქეებს სხავდასხვა სახის სამედიცინო მომსახურებას გაუწევს. 

“ეს არის სპეციალურად მოწყობილ მანქანა, რომელშიც მოსახლეობას საშუალება ექნებათ მიიღონ პირველადი სამედიცინო მომსახურება: კარდიოგრამა, ექოსკოპია, კლინიკური ანალიზები, კარდიოლოგის და თერაპევტის კონსულტაცია. ეს ყველაფერი არის სრულიად უფასო’, – გვითხრა კოპაძემ.

მისივე თქმით, მოძრავი ამბულატორია დღეს სოფელ ხიდისთავს ეწვია. 

 “მსგავსად გაგრძელდება შიდა ქართლის სხვა სოფლებშიც. სამომავლოდ ვგეგმავთ სოფლის ექიმებთან ინტეგრირებულად მუშაობას. ჩვენი მიზანია, ადგილობრივებს ყველა სერვისი მივაწოდოთ ადგილზე, რათა აღარ დასჭირდეთ გორში ან თბილისში წასვლა”. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.