ახალი ამბები

გორის მუნიციპალიტეტში სწავლა 1686 -მა პირველკლასელმა დაიწყო 

გორის მუნიციპალიტეტის სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველა სკოლაში სწავლის დაწყების პირველი დღე საზეიმოდ აღინიშნა. 

რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ნანა ტერმაკოზაშვილის ინფორმაციით, წელს გორის მუნიციპალიტეტის სკოლებში სწავლა 1686 -მა პირვლეკლასელმა დაიწყო. 

“ახალი სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავ გორის საჯარო სკოლების 19 ათასზე მეტ მოსწავლეს, 2300- ზე მეტ მასწავლებელს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და ტექნიკურ პერსონალს. განსაკუთრებულად ვულოცავ 1686 პირველკლასელს, რომლებიც წელს პირველად, ინტერესითა და ცნობისმოყვარეობით შეაღებენ სკოლის კარს. მათ მერხებზე კუთვნილი სახელმძღვანელოები და კომპიუტერები დახვდებათ. სახელმძღვანელოებით იქნება უზრუნველყოფილი საჯარო სკოლის ყველა მოსწავლე”, – განაცხადა ტერმაკოზაშვილმა. 

ტერმაკოზაშვილის თქმით,  უახლოეს სკოლამდე 2 კილომეტრით შორს მცხოვრებ მოსწავლეებს მოემსახურებათ სასკოლო ტრანსპორტი. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.