ახალი ამბები

გორის მერია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა დააჯარიმა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გორის მერიას საჯარიმო ოქმები შეუდგინა სასაფლაოზე დაყრილი ნარჩენების გამო, – ამის შესახებ ინფორმაცია ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა, ლექსო მერებაშვილმა გაავრცელა. 

საქმე ეხება სასაფლაოს ტერიტორიაზე დაყრილ სამშენებლო ნარჩებს, რომლის შესახებაც “მოზაიკამ” მასალა სამი კვირის წინ მოამზადა. აღნიშნულთან დაკავშირებით, გორის მერიაში აცხადებდნენ, რომ არ იცოდნენ, ვინ განათავსა სასაფლაოს ტერიტორიაზე ინერტული ნარჩენები, თუმცა შესაბამის ღონისძიებებს გაატარებნენ. 

გორის მერიამ არ იცის ვინ დაყარა სასაფლაოს ტერიტორიაზე ნაგავი

გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გორის მერიას საჯარიმო ოქმები შეუდგინა. 

“გორის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისმა სამსახურმა არ დაასუფთავა დანაგვიანებული ტერიტორია, რაც წარმოადგენს ნარჩენების მართვის კოდექსის 46 -ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებულ დარღვევას. ასევე მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურმა არ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია/ინფორმაცია, რაც წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 84-ე მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ დარღვევას. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ შედგენილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის შესახებ ოქმები, რომლებიც განსახილველად გაიგზავნა ქვემდებარე სასამართლოში”, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში. 

დატოვეთ კომენტარი