ახალი ამბები

ხაშურელი დიმიტრი მულაძე ვეტერან მოჭიდავეებს შორის ჩემპიონი გახდა 

ხაშურელი დიმიტრი მულაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

პოლონეთის ქალაქ კრაკოვში გაიმართა მსოფლიო ჩემპიონატი ვეტერან მოჭიდავეებს შორის, სადაც დიმიტრი მულაძემ ოქროს მედალი მოიპოვა. იგი 58 წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.

საქართველოს ნაკრებმა საერთო ჩათვლაში 8 ოქრო,5 ვერცხლი და 7 ბრინჯოს მედალი მოიპოვა და გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. 

ინფორმაციისთვის, დიმიტრი მულაძე ხაშურის განყოფილების მეხანძრე-მაშველია და პარალელურად სამწვრთნელო მოღვაწეობას ეწევა.

დატოვეთ კომენტარი