ახალი ამბები

ერისთავის თეატრის სალიტერატურო ნაწილს ახალი გამგე ჰყავს

გიორგი ერისთავის სახელობის გორის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სალიტერატურო ნაწილს გიორგი ლობჟანიძე უხელმძღვანელებს , – ინფორმაციას ამის შესახებ გორის თეატრი ავრცელებს. 

გიორგი ლობჟანიძე წარმოშობით ხაშურიდანაა და მშობლიური ქალაქის N 1 საჯარო სკოლა 1991 წელს დაამთავრა, რის შემდეგაც სწავლა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განაგრძო.

გიორგი პროფესიით ფილოლოგი, პოეტი, მთარგმნელი და აღმოსავლეთმცოდნეა.

გამოქვეყნებული აქვს ლექსების ოთხი კრებული : „ობლის კვერი“, „დუღილის ტემპერატურა“, „ბაბუაწვერას თაიგული“, „არაბულის მასწავლებელი“.

მას ნათარგმნი აქვს ისეთი ნაწარმოებები, როგორებიც არის : „ჯალალ ედ-დინ რუმი“, იბნ ალ-მუკაფა“, „იესო – ძე კაცისა“.

დატოვეთ კომენტარი