ახალი ამბები

“კასპობა 2022” – რა ღონისძიებებია დაგეგმილი 23 ოქტომბერს კასპში 

კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაცხადა ტენდერი გასართობი ღონისძიებების შესასყიდად, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 56 570 ლარი გაითვალისწინა. 

მერიას აღნიშნული მომსახურების შესყიდვა ქალაქის დღესწაულთან დაკავშირებით სურს. 

“კასპობა 2022” 23 ოქტომბერს გაიმართება. უწყებას აღნიშნული დღისთვის სხვადსხვა ღონისძიებებია აქვს დაგეგმილი: 

  • ფოტო-გადაღება – განთავსება ფოტო-ჯიხური, 4 საათის განმავლობაში ულიმიტო ფოტოგადაღება; 
  • გიფის აპარატი, – 4 საათის განმავლობაში ულიმიტო გიფის გადაღება; 
  • ფოიერვერკი; 
  • ქართული თამაშების მუსიკალური გაფორმება; 
  • საბავშვო ატრაქციონები;
  • მულტფილმის გმირები; 
  • ვარსკვლავის გახსნა; 
  • ბენდი (მინიმუმ 9 წევრიანი შემადგენლობით); 
  • დიჯეი;
  • სცენა განათებით და ხმის აპარატურა; 
  • კალათბურთის ფარი მოედნის ბარიერებით;
  • რინგი;
  • კასპის კუთხის მოწყობა; 
  • ფაეტონი – (ღონისძიების სტუმრებს მოემსახურება უფასოდ); 
  • არღანი; 
  • მედუდუკეთა დასტა; 
  • სამწვადე ხორცი 80კგ. 

მიმწოდებელმა ასევე უნდა უზრუნველყოს ღონისძების ვიდეო გადაღება დრონით და კლიპის დამზადება. 

მომსახურების გაწევის ვადაა 2022 წლის 23 ოქტომბერი. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.